სტამბოლში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
სტამბოლში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, პირისპირ ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ერდოღანმა და პუტინმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

გაზსადენი 2019 წლის ბოლოს უნდა ამუშავდეს.

„თურქული ნაკადის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ამ გაზსადენმა ჩაანაცვლა ცნობილი „სამხრეთის ნაკადი“, რომლის მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც პროექტში მონაწილეობაზე უარი ბულგარეთმა განაცხადა.