სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები არჩევნების შედეგებს ზეიმობენ [ვიდეო]

სტამბოლის ქუჩებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ზეიმობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სტამბოლიდან იუწყება.

ერდოღანის მხარდამჭერები დროშებით, თურქეთის პრეზიდენტის ფოტოებითა და შეძახილებით გადაადგილდებიან და ერთმანეთს არჩევნების შედეგებს ულოცავენ.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.