სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს
სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აქტივისტებს ხელში დიდი ზომის ბანერები ეჭირათ და სხვადასხვა სლოგანებს სკანდირებდნენ, რითაც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გენდერზე დაფუძნებული ძალდობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომები მიიღოს.

აქციის მონაწილეებმა ტაქსიმის მოედანზე მსვლელობაც გამართეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მოხდა რამდენიმე შეტაკებაც.

ივლისში თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ნაბიჯის გამო, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთში მწვავედ გააკრიტიკეს.