სტამბოლში ექვსსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

სტამბოლის აზიურ ნაწილში ექვსსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ექვსი ადამიანი.

სამაშველო რაზმი ნანგრევებში მოყოლილებს ეძებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამედიცინო პერსონალი.

შენობაში თორმეტი ბინა იყო განთავსებული.