სტამბოლში ძებნილი ტერორისტები დააკავეს
სტამბოლში ძებნილი ტერორისტები დააკავეს

სტამბოლში, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა  შვიდი ძებნილი ტერორისტი დააკავა. თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ულტრა-მემარცხენე „რევოლუციური სახალხო გათავისუფლების პარტია/ფრონტის“ ერთ-ერთი წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

„რევოლუციური სახალხო გათავისუფლების პარტიის/ფრონტის“ თვითმკვლელმა ტერორისტმა 2013 წელს თავი ანკარაში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად აიფეთქა, 2015 წელს კი, ჯგუფმა აფეთქება სტამბოლში, პოლიციის განყოფილებასთან განახორციელა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა არ შენელდება.