სტამბოლში ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები თურქეთის პრეზიდენტის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ
სტამბოლში ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები თურქეთის პრეზიდენტის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ

სტამბოლში, ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი მხარდამჭერების აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები თურქეთის პრეზიდენტის მიერ უნივერსიტეტის ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებმა მომიტინგების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ახალი რექტორის, მილჰ ბულუს დანიშვნას იანვრის დასაწყისის შემდეგ აპროტესტებენ.

ვითარება განსაკუთრებულად გამწვავდა მას შემდეგ, რაც სტამბოლში დააკავეს ოთხი სტუდენტი, რომლებმაც გამოფინეს პლაკატი ისლამური სიწმინდისა და ლგბტ სიმბოლიკის გამოსახულებით.

„უნდა ვითმინოთ თუ არა ლგბტ დევიანტები, რომლებიც დიდ ქააბას შეურაცხყოფენ? რა თქმა უნდა, არა“, – დაწერა „ტვიტერში“ თურქეთის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ.

„ტვიტერის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მქონე პოსტის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნით დაფარა.