სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციისას შვიდი ადამიანი დააკავეს
სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციისას შვიდი ადამიანი დააკავეს

სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანი დააკავეს.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, სპეცოპერაცია ერთდროულად სტამბოლის რვა რაიონში ჩატარდა.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

დაკავებულთა შორის არის სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, რომელიც პროქურთული „სახალახო-დემოკრატიული“ პარტიის წევრია.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ციფრული ინფორმაციის მატარებლები, ასევე ამოღებულია დოკუმენტაცია.