სტამბოლის სასტუმროში „მაკაბის“ ნაცისტური წარწერა დაახვედრეს
სტამბოლის სასტუმროში „მაკაბის“ ნაცისტური წარწერა დაახვედრეს

თელ-ავივის „მაკაბის“ მოთამაშეებმა სტამბოლის სასტუმროში შესახლებისას, ერთ-ერთი ნომრის კარზე აღმოაჩინეს წარწერა – Arbeit Macht Frei (გერმანულიდან ითარგმნება, როგორც – „შრომა ათავისუფლებს“).

მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრაზა – Arbeit Macht Frei ლოზუნგის სახით იყო დატანილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების შესასვლელებში.

„ამ სიტუაციას სერიოზულად ვუყურებთ. მსგავს რამეებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – კომენტარი გააკეთა საკუთარ „ტვიტერზე“ ისრაელის კლუბმა.

„მაკაბი“ სტამბოლში „დარუშაფაკასთან“ „ევროლიგის“ მატჩის სათამაშოდ ჩავიდა. შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.