სტამბოლი 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს #1TVSPORT
სტამბოლი 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ფინალი სტამბოლში გაიმართება, – ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც თურქეთში კორონავირუსის გაუარესებული სიტუაციის გამო, 2021 ფინალი სტამბოლიდან პორტუში გადაიტანეს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს, რომელიც 29 მაისს გაიმართება, შესაძლოა, სტამბოლის ნაცვლად ლონდონის სტადიონი „უემბლი“ უმასპინძლებს.

წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან ერთმანეთს.