სტალე სოლბაკენი - კვარაცხელიას მარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით #1TVSPORT
სტალე სოლბაკენი - კვარაცხელიას მარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით #1TVSPORT

ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე „ბათუმი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესპანეთთან წაგების შემდეგ საქართველოსთან ქულების მოპოვებას სატურნირო კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„24 წლის წინ რამდენჯერმე ვეთამაშე საქართველოს ნაკრებს და ერთ-ერთ მატჩში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დამასახელეს. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს.

ხვალ მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იქნება, თუმცა ვითვალისწინებ, რომ საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს. გუნდი კარგად და სტაბილურად გამოდის, რაც შვედეთთან და ესპანეთთან დაამტკიცა.

ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მარტო შუეძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩვენ წინაშე იოლი ამოცანა არ დგას, მაგრამ აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით.

ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიკოსი და საიდუმლო აღარ არის, ვის რა შეუძლია. ამიტომ მოთამაშეებთან საუბრის გარეშეც ვიცი, საქართველოს ნაკრებიდან ვინ რას წარმოადგენს, მათ შორის კვარაცხელია და დავითაშვილი“, – განაცხადა სტალე სოლბაკენმა.

საქართველოსა და ნორვეგიის შორის შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).