სტადიონების რეკონსტრუქციის გამო ქუთაისელები ზესტაფონში ითამაშებენ, „საბურთალო“ კი ევრომეტოქეს გორში მიიღებს #1TVSPORT 
სტადიონების რეკონსტრუქციის გამო ქუთაისელები ზესტაფონში ითამაშებენ, „საბურთალო“ კი ევრომეტოქეს გორში მიიღებს #1TVSPORT 

ევრო 2023-ის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, ბევრი სტადიონის განახლება მოწესრიგება დაიგეგმა და ეროვნული ლიგის გუნდებმა საშინაო არენები დროებით შეიცვალეს.

16 ივნისს ეროვნული ლიგის შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. მატჩი არა „რამაზ შენგელია არენაზე“, არამედ, ზესტაფონში, „დავით აბაშიძე – არენაზე“ გაიმართება.

„ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაგეგმილი რეკონსტრუქციის გამო, გარკვეული რაოდენობის თამაშებს არა ქუთაისში, არამედ ზესტაფონში „დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე გავმართავთ“, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საბურთალო“ „მიხეილ მესხი არენის“ რეკონსტრუქციის გამო დროებით რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში თამაშობს. მაგრამ რუსთავში ევროტურნირების მისაღებად საჭირო სტანდარტული სტადიონი არაა. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, კახა კაშიას თქმით, „საბურთალო“ კონფერენს ლიგის მატჩებს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართავს.