სტადიონები შენდება – ბათუმში კარგი ტემპია, ფოთში გადახურეს, მესხი 2-ზე განათებას ამატებენ [ვიდეო]

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა კახა შალამბერიძემ საქართველოში მშენებარე თუ გასანახლებელი სტადიონებზე მიმდინარე სამუშაოებზე სურათები გამოაქვეყნა.

ამ სურათებიდან შევიტყვეთ, რომ ბათუმში ახალი, ოცი ათასიანი არენის მშენებლობა კარგი ტემპით მიდის. უკვე ამოყვანილია მეორე იარუსის კონსტრუქციები. წესით, „ბათუმი-არენის“ მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

დამაიმედებელი მდგომარეობაა ფოთის „ფაზისის“ სტადიონზეც, სადაც მშენებლებმა გადასახური კონსტრუქციები დაამონტაჟეს, რომელიც მალე გადაიხურება. წესით, ამ არენაზე თამაში მომავალ წელსიქნება შესაძლებელი: ტრიბუნის ქვეშ სათავსოები და ოთახები ამოშენებულია. დარჩენილია ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, ასევე გასახდელების, საშხაპეების, მსაჯების, დელეგატის, საექიმო და დოპინგ-კონტროლის ოთახების მოწესრიგება.

სამუშაოები დაწყებული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზეც, სადაც ოთხივე კუთხეში განათების სისტემა მონტჟდება. თვის ბოლომდე ბოძები დაიდგმება და მერე პროჟექტორები დამონტაჟდება. ასე „მიხეილ მესხი 2“-ის არენაზე საღამოს თამაშების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რაც უფრო კომფორტულს გახდის და უკეთესი საფეხბურთო გარემო იქნება.