სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პარტიის შექმნას და ოპოზიციაში წასვლას აპირებს

13:22, 18.10.2018

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პარტიის შექმნას და ოპოზიციაში წასვლას გეგმავს. სომხეთის რიგით მეორე პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთის პოლიტიკის ოპოზიციურ ველზე ძალიან სერიოზული ვაკუუმი შეიქმნა და ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა ქვეყნის ინტერესებში იქნება.

ქოჩარიანის თქმით, მაღალი თანამდებობის დაკავების განზრახვა არ აქვს, თუმცა ვითარება იმგვარად ვითარდება, რომ პროცესში ჩართვა აუცილებელია.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ახალ პარტიაში როგორც ძველი ნაცნობი პოლიტიკოსების, ასევე ახალგაზრდების მიწვევას გეგმავს.

მსგავსი