სარდინიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
სარდინიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

იტალიაში, სარდინიაში ქალაქ კალიარსა და კაპოტერრას მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და ხიდის ნგრევა გამოიწვია. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, იტალიის ჩრდილოეთით, გენუაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.