„სქაი ნიუსი“ – ხვალ მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან

02:56, 04.12.2025

ხვალ მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

როგორც მედია წერს, აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის მომლაპარაკებლებს შორის შეხვედრა „საკმაოდ კარგი“ იყო.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

მსგავსი