სპურსმა შესაძლოა, კავაი ლეონარდი დაკარგოს
სპურსმა შესაძლოა, კავაი ლეონარდი დაკარგოს

„სან ანტონიო სპურსი“ აპირებს, სეზონებს შორის შესვენებისას გაცვალოს ფორვარდი კავაი ლეონარდი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კალათბურთელი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე იტყვის უარს. ამის შესახებ ​ESPN-ის ჟურნალისტმა, რეიჩელ ნიკოლსმა დაწერა.

მისი ვარაუდით, „სპურსი“ არ დაუშვებს, რომ ლეონარდმა კონტრაქტის ბოლომდე ითამაშოს ამჟამინდელ კლუბში და შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს სხვაგან.

ლეონარდთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია დაწერა NBA-ს ყოფილმა მოთამაშემ, ნეიტ რობინსონმა. მისი თქმით, კავაის აღარ სურს „სპურსში“ თამაში და გადაწყვეტილი აქვს, კარიერა თავის მშობლიურ ქალაქ ლოს ანჯელესთან ახლოს გააგრძელოს.

„დავადგინე მიზეზი, რის გამოც კავაი ლეონარდი არ გადის მოედანზე. აქ არაფერ შუაშია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, უბრალოდ, მას არ სურს „სან ანტონიოში“ თამაში. გავიგე, რომ დიდი გარიგება იგეგმება. დამიჯერეთ, კავაის სურს, თავის მშობლიურ ქალაქთან ახლოს ითამაშოს“, – აღნიშნა რობინსონმა.