სპრინტის ვარსკვლავმა შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვოს
სპრინტის ვარსკვლავმა შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვოს

ამერიკელმა სპრინტერმა კრისტიან კოულმენმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი დოპინგ-ტესტი გამოტოვა, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (The Daily Mail).

იტყობინებიან, რომ დღეისთვის კოულმენის შემთხვევას განიხილავენ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია. კოულმენის წარმომადგენლები ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ ერთ-ერთი გამოტოვებული დოპინგ-ტესტი გაუქმდეს.

კოულმენმა 2018 წელს მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 60 მეტრ დისტანციაზე (6.34 წამი), ასევე ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე. უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის პირველობაზე „მოკლე სპრინტში“ კოულმენმა მხოლოდ თანამემამულე ჯასტინ გეტლინთან წააგო და გაუსწრო ლეგენდარულ იამაიკელს უსაინ ბოლტს.

2018 წელს, კოულმენმა 100 მეტრი 9.79 წამში გაირბინა. ეს მეშვიდე შედეგია ისტორიაში.

ახლა, ამერიკელს ელოდება ორწლიანი დისკვალიფიკაცია, რაც საფრთხის წინაშე აყენებს მის გამოსვლას 2020 წლის ოლიმპიადაზე.