სპრინტი ათ კილომეტრზე კაცებში იოჰანეს ბომ მოიგო
სპრინტი ათ კილომეტრზე კაცებში იოჰანეს ბომ მოიგო

კონტიოლახტში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბიატლონში სპრინტი კაცებში 10კმ-ზე გაიმართა. რბოლა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ იოჰანეს ბოს გამარჯვებით დასრულდა.

ნორვეგიელი 2019/2020 წლების სეზონის მსოფლიო თასზე საერთო ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელია და ბიატლონის ექსპერტები მას წელსაც ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ. მეორე და მესამე ადგილები შვედებმა – სებასტიან სამუელსონმა და მარტინ პონსილიომამ დაიკავეს.

დღესვე, მოგვიანებით, მსოფლიო თასზე კონტიოლახტში სპრინტი 7.5 კმ-ზე ქალებს შორის გაიმართება. შეგახსენებთ,რომ გუშინ პირველი ეტაპის ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე კაცებში ყველასთვის მოულოდნელად, ნაკლებად ცნობილმა ნორვეგიელმა, სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა მოიგო, ხოლო იგივე დისციპლინაში 15 კმ-ზე ქალებში დოროტეა ვირერმა გაიმარჯვა.