სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „კრისტალ პალასი“ ევროპალიგაზე არ დაუშვა #1TVSPORT
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „კრისტალ პალასი“ ევროპალიგაზე არ დაუშვა #1TVSPORT

ინგლისის თასისა და სუპერთასის მფლობელი „კრისტალ პალასი“ 2025-26 წლების სეზონში ევროპალიგაზე ვერ ითამაშებს.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) არ დააკმაყოფილა ლონდონური კლუბის აპელაცია და ძალაში დატოვა უეფა-ს გადაწყვეტილება.

„კრისტალ პალასი“ ევროპალიგაზე ინგლისის თასის მოგებით მოხვდა, მაგრამ უეფა-მ ჩამოართვა ეს უფლება, რადგან აღმოაჩინა ბიზნესმენ ჯონ ტექსტორის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც არა მხოლოდ „კრისტალ პალასს“, არამედ ფრანგულ „ლიონსაც“ ხელმძღვანელობდა.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ინგლისური კლუბი ითამაშებს კონფერენსლიგაზე, ხოლო ევროპალიგაზე მის ადგილს „ნოტინგემი“ დაიკავებს.