სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლამინ იამალი დაასახელა #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი დაასახელა.
CIES-მა გამოაქვეყნა ბოლო ერთი წლის პერიოდში (2024 წლის 22 სექტემბრიდან მოყოლებული) 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია.
რეიტინგი, რომელსაც ეწოდება „ოქროს ბურთი CIES-სგან“, შედგენილია რამდენიმე კატეგორიაში (დარტყმების რაოდენობა და ეფექტურობა, დასარტყმელი პასების რაოდენობა, წარმატებული ფინტები, ჰაერში თამაში, მოგებული ორთაბრძოლები და ა.შ.) მონაცემების მიხედვით. ასევე გათვალისწინებული იყო მატჩების დონე და შედეგები.
მაქსიმალური ქულა (100-დან 100) ლამინ იამალმა მიიღო, საუკეთესო ოცეული კი ასე გამოიყურება:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 100
- კილიან მბაპე (რეალი) – 98,6
- პედრი (ბარსელონა) – 97,5
- ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) – 97,2
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 96,8
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 96,2
- უსმან დემბელე (პსჟ) – 95,6
- იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 95,2
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 95,2
- ვინისიუსი (რეალი) – 95,1
- რაფინია (ბარსელონა) – 94,7
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 94,7
- ფლორიან ვირტცი (ლივერპული) – 94,7
- ვილიამ სალიბა (არსენალი) – 94,6
- მინ-ჟაე კიმი (ბაიერნი) – 94,2
- ვიტინია (პსჟ) – 94,2
- დაიოტ უპამეკანო (ბაიერნი) – 93,9
- მარტინ ედეგორი (არსენალი) – 93,7
- რაიან გრავენბერხი (ლივერპული) – 93,5
- პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 93,3
ხვიჩა კვარაცხელია 25-ე ადგილზეა, „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ 23-ე ადგილი დაიკავა, კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“) სიაში ვერ მოხვდა.