„სპორტტაიმი სიგმალაივი“ – ქეცბაია სამშობლოში დარჩა, რაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში არ მოეწონათ #1TVSPORT
„სპორტტაიმი სიგმალაივი“ – ქეცბაია სამშობლოში დარჩა, რაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში არ მოეწონათ #1TVSPORT

ევროშესარჩევ ციკლში კვიპროსის ნაკრებმა შვიდივე შეხვედრა წააგო, რის გამოც გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსულ მედიაში სერიოზულად გააკრიტიკეს.

გამოცემა „სპორტტაიმი სიგმალაივის“ ინფორმაციით, კვიპროსელთა ქართველი მწვრთნელი თამაშის შემდეგ სამშობლოში დარჩა, რამაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა.

„ჩვენი ნაკრების მწვრთნელი სამშობლოში დარჩა. გავრცელებული ცნობით, გუშინდელი შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აცნობა.

როგორც შევიტყვეთ, მისი გადაწყვეტილება ფედერაციის მენეჯერებსაც არ მოეწონათ. მორიგი წაგებისა და ცუდი თამაშის შემდეგ, გუნდი მწვრთნელის გარეშე არ უნდა დაბრუნდეს. თუ გინდა, ჩამოდი და სახლში შემდეგი რეისით დაბრუნდი“, – წერს გამოცემა „სპორტტაიმი სიგმალაივი“.