სპორტსმენები, რომელთა დისკალიფიკაციაც წელს იწურება, გაისად ტოკიოს თამაშებში მონაწილეობას შეძლებენ
სპორტსმენები, რომელთა დისკალიფიკაციაც წელს იწურება, გაისად ტოკიოს თამაშებში მონაწილეობას შეძლებენ

სპორტსმენები, რომელთა დისკვალიფიკაციასაც ვადა 2020 წელს გასდის, 2021 წელს გადატანილ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

„მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) კოდექსის მიხედვით, დოპინგზე დისკვალიფიკაციის სტანდარტული ვადაა – ოთხი წელი. როგორც წესი, ის ემთხვევა ოლიმპიურ ციკლს. დღეს ჩვენ შევეჯახეთ გარკვეულ ანომალიას, რადგან თამაშები ერთი წლით არის გადატანილი. ზოგიერთი სპორტსმენი ამით მოგებული დარჩება, რადგან სასჯელი დროის მიხედვით განისაზღვრება და არ არის მიბმული კონკრეტულ მოვლენებზე“, – განაცხადა მძლეოსნობაში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის დამოუკიდებელი ორგანოს პრეზიდენტმა ბრეტ კლოტიემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლით გადაიწია და 2021 წელს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი