სპორტსმენები ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ
BUENOS AIRES, ARGENTINA - DECEMBER 07: Michael Phelps looks on during a visit to Argentina at El Rosedal Park on December 07, 2017 in Buenos Aires, Argentina. (Photo by Marcelo Endelli/Getty Images)
WADA-ს მიერ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის აღდგენას სპორტსმენები გამოეხმაურნენ.
მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ფედერაციამ უკვე გაგზავნა საპროტესტო წერილი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში. მათ შორის არიან აშშ-ს, ავსტრალიის, კანადის სპორტული ფედერაციები.
23-გზის ოლიმპიური ჩემპიონის მაიკლ ფელპსის განცხადებით, WADA-ს გადაწყვეტილება უდიდეს ზიანს აყენებს სპორტს.
„ეს უსამართლობა წლებია გრძელდება. არც კი ვიცი, როდესმე თუ მიასპარეზია ისეთ ტურნირზე, სადაც ყველა სპორტსმენი „სუფთა“ იყო. იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოაგვაროს, სააგენტო დამნაშავეებს სტატუსს უბრუნებს. თუ WADA ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, უნდა გამოჩნდეს ვინმე, ვინც ყოველივე ამას მიხედავს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.“ – განაცხადა დღეს ლეგენდარულმა მოცურავემ.