სპორტკომპლექს „არენაში“ მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს #1TVSPORT
თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.
ტურნირში სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ. ჩემპიონები და პრიზიორები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონიდან 180 სპორტსმენი მონაწილეობს, საუკეთესოებისგან კი საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი მათგანს საქართველო წელს უმაპინძლებს – სექტემბერში ბათუმში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გაკეთდა, ამ ნაბიჯებმა კი შედეგი გამოიღო – სპორტის ეს სახეობა ყველა რეგიონში ვითარდება, მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.