სპორტის საწყლოსნო სახეობებში ევროპის ჩემპიონატი ზაფხულის ბოლომდე გადაიდო
სპორტის საწყლოსნო სახეობებში ევროპის ჩემპიონატი ზაფხულის ბოლომდე გადაიდო

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია კორონა ვირუსის გამო, ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად აგვისტოში ჩაატარებს. კონტიტნეტის პირველობა საწყლოსნო სპორტის სახეობებში 11-24 მარტს ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, თუმცა საორგანიზაციო ჯგუფთან მილაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატს უნგრეთი მოგვიანებით, 17-30 აგვისტოს უმასპინძლებს.

„ტურნირით დაიტერესებულ ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ ჩემპიონატის დაახლოებითი თარიღი დავასახელეთ. მსოფლიოში ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია შეჯიბრის ზუსტი რიცხვების ჩანიშვნა. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები მაისის ბოლოს, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად დავადასტურებთ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას.“- განაცხადა ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა პაოლო ბარელიმ

შეგახსენებთ. რომ ბუდაპეშტში 2020 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატი წყლაბურთში გაიმართა. საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობებში კი კონტინენტის საუეკეთესო სპორტსმენები უნგრეთში სავარაუდოდ აგვისტოში გამოვლინდებიან.