სპორტის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით - „საბურთალოსა“ და „საბაჰის“ მატჩში თასი გათამაშდება #1TVSPORT
სპორტის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით - „საბურთალოსა“ და „საბაჰის“ მატჩში თასი გათამაშდება #1TVSPORT

„საბურთალო“ საქართველოში შეკრებაზე მყოფ აზერბაიჯანულ „საბაჰს“ შეხვდება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ამ მატჩში აზად რაჰიმოვის თასი გათამაშდება.

„მატჩი მიეძღვნება აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, აზად რაჰიმოვის ხსოვნას. გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად დამზადებული თასი გადაეცემა და საუკეთესოებიც გამოვლინდებიან. მატჩი გაიმართება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით. აღნიშნული თასის გათამაშება ყოველწლიურად ჩატარდება“, – წერია „საბურთალოს“ პრესამსახურის განცხადებაში.

ეს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „საბურთალოს“ მესამე ამხანაგური მატჩი იქნება. მანამდე ხვიჩა შუბითიძის გუნდი ერევნის „პიუნიკსა“ და ქუთაისის „ტორპედოს” შეხვდა და ორივე მატჩი 1:1 დაასრულა.

„საბურთალოსა“ და აზერბაიჯანული „საბაჰის“ დაპირისპირება 28 ივლისს გაიმართება – მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.