სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დანიშნა სხდომა, რათა გადაწყვიტოს, თუ ვინ მოიგო 2025 წლის აფრიკის ერთა თასი #1TVSPORT

19:43, 24.07.2026

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) დანიშნა სხდომა, რათა გადაწყვიტოს, თუ ვინ მოიპოვა 2025 წლის აფრიკის ერთა თასის ტიტული. მოსმენა 8 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია და მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაცია.

სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, სენეგალის ეროვნულ ნაკრებს 2025 წლის აფრიკის ერთა თასზე ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა, რითაც ტიტული მაროკოს გადაეცა.

მხარეები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული პროცედურის დაჩქარებაზე, შესაბამისად, პროცესი, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს საპროცესო წესების მიხედვით, სტანდარტული ვადების დაცვით მიმდინარეობს. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

მოსმენის დასრულების შემდეგ სასამართლოს კოლეგია სათათბირო პროცესს დაიწყებს.

აფრიკის თასის ფინალში სენეგალმა მაროკო 1:0 დაამარცხა, თუმცა მატჩის ძირითადი დროის მიწურულს მოედნის დატოვების გამო გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, ტიტული ჩამოერთვა და მაროკოს გადაეცა. სენეგალმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმდინარე წლის მარტში მიმართა.

მსგავსი