სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო პიონჩანგში ოფისებს გახსნის

18:51, 29.01.2018

ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას პიონჩანგში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) ოფისი იმუშავებს. ამგვარი გადაწყვეტილება ოლიმპიადაზე დოპინგთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად განსახილველად მიიღეს.

გარდა ამისა, CAS-ი გახსნის კიდევ ერთ ოფისს, რომელიც სამართლებრივი საკითხებით იქნება დაკავებული.
ერთგვარი საველე ოფისი განთავსდება სამთო-სათხილამურო ცენტრში, სადაც სლალომისტთა ასპარეზობები ჩატარდება.

CAS-ის ოფისები 30 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით იმუშავებს. ოფისებს უხელმძღვანელებს CAS-ის გენერალური მდივანი მატიე რიბი.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური ოფისები გახსნილი იყო რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც.

მსგავსი