სპორტის ფონდმა ჭადარაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
სპორტის ფონდმა ჭადარაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ჭადრაკის ფედერაციის მხრიდან – პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ფონდმა წარმატებისთვის ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ამავე დროს ითქვა, რომ ფონდი ფედერაციას სკოლაში ჭადრაკის დანერგვასა და შეტანაში დაეხმარება.

„მიხარია, რომ ჩვენი შეკრების მიზეზი ქალთა ნაკრების წარმატებაა. საქართველოს ქალთა ჭადრაკი ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, მაგრამ უფრო სასიხარულოა, რომ წარმატებულად გამოდიან დღევანდელ კონკურენტუნარიან პერიოდში, რაც ძალიან რთულია. ამისთვის კი ნაკრების წევრებს თანადგომა და მატერიალური წახალისება სჭირდებათ. მესმის, რომ ეს მცირედია, მაგრამ თანადგომა აუცილებლად ჩავთვალეთ“, – განაცხადა ფონდის პორეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გაი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ჩვენთვის მემორანდუმი მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ ჭადრაკს ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვს. წინაა 2022 წელს მოსკოვში გასამართი საჭადრაკო ოლიმპიადა და გვსურს, რომ საამისოდ ნაკრები კარგად მოვამზადოთ. ეს თანადგომა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი. ჭადრაკის სკოლაში შეტანა კი არსებული წარმატებების შემდგომში განვითარებას შეუწყობს ხელს“.

ნანა ძაგნიძე, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი:

„ჩვენთვის ეს თანადგომა სტიმულის მომცემიცაა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადამდე, რომელიც მომავალ წელს მოსკოვში გაიმართება“.