სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - გაუგებარია, რა მიზანი აქვს გრიგოლ ვაშაძეს, როდესაც სპორტის დაფინანსებას სულელურ ხარჯებს უწოდებს
სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - გაუგებარია, რა მიზანი აქვს გრიგოლ ვაშაძეს, როდესაც სპორტის დაფინანსებას სულელურ ხარჯებს უწოდებს

სპორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძე წუხილს გამოთქვამს და აცხადებს, რომ სპორტის დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, არამედ პირიქით, უნდა გაიზარდოს, რადგან ის ქვეყნის სავიზიტო ბარათი და უდიდესი სოციალური მოვლენაა.

დოლაბერიძის თქმით, გაუგებარია, რა მიზანი უნდა ჰქონოდა პრეზიდენტობის კანდიდატს, როდესაც ამ თემებზე საუბრობდა და სპორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სულელურს უწოდებდა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ მედიასაშუალება „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სპორტის დაფინანსებას სულელური ხარჯები უწოდა. ვაშაძის თქმით, საფეხბურთო პროგრამების, ბეისბოლისა და ჰოკეის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხებს სოციალურ პროგრამებში, ასევე განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.