„სპორტინგში“ ქოჩორაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა – პორტუგალიის სუპერთასი „ბენფიკამ“ მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელიც პორტუგალიის სუპერთასზე ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 69-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ბენფიკა“ უკვე 1:0-ს იგებდა – ერთდერთი გოლი 50-ე წუთზე ბერძენმა თავდამსხმელმა, ვანგელის პავლიდისმა გაიტანა.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 8 აგვისტოს „კასა პიასთან“ სტუმრად გამართავს.
Kochorashvili e Luis Suárez com a estreia oficial de verde e branco 🦁#sporttvportugal #SUPERTAÇAnaSPORTTV #SupertaçaCandidodeOliveira #SportingCP #SLBenfica pic.twitter.com/D2yTSQIPu5
— sport tv (@sporttvportugal) July 31, 2025