ლისაბონის „სპორტინგმა“ რუბენ ამორიმის შემცვლელი ჟოაო პერეირა თანამდებობაზე დანიშვნიდან ექვს კვირაში გაათავისუფლა და ახალი მწვრთნელი დანიშნა.
პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს რუი ბორჟესი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე „გიმარაეშში“ მუშაობდა.
რუბენ ამორიმმა ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიაბარა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ ლისაბონელებმა ოთხი შეხვედრა წააგეს, როცა მანამდე არცერთხელ დამარცხებულან.
ამჟამად „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან „ბენფიკას“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.