„სპორტინგის“ ცხრა გულშემატკივარს პატიმრობა შეეფარდა
„სპორტინგის“ ცხრა გულშემატკივარს პატიმრობა შეეფარდა

„სპორტინგის“ ცხრა გულშემატკივარს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა კლუბის საწვრთნელ ცენტრზე თავდასხმისთვის. სულ ინციდენტში 40 ადამიანი მონაწილეობდა. 29 მათგანს პირობითი პატიმრობა შეეფარდა, ორს კი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

საინტერესოა, რომ ბრალდებულებს შორის ასევე იყვნენ ლისაბონური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი (2013-2018) ბრუნო დე კარვალიო, გულშემატკივრებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და ულტრასების ხელმძღვანელი, რომლებსაც სასამართლომ ბრალდებები მოუხსნა და გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ „სპორტინგის“ გულშემატკივრები კლუბის საწვრთნელ ცენტრს 2018 წლის 15 მაისს დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ასევე გაძარცვეს გასახდელები.