„სპორტ 24“ ამტკიცებს - „არსენალი“ გრიგალავასთან კონტრაქტს არ განაახლებს #1TVSPORT
„სპორტ 24“ ამტკიცებს - „არსენალი“ გრიგალავასთან კონტრაქტს არ განაახლებს #1TVSPORT

როგორც „სპორტ24“ (Sport24) ამტკიცებს, გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა ახალი სეზონიდან სხვა გუნდში ითამაშებს, ტულის „არსენალს“ კი სეზონის შემდეგ დატოვებს.

„ტულის „არსენალი“ გია გრიგალავასთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს. კონტრაქტის დასრულების შემდეგ მცველი გუნდს ზაფხულში დატოვებს,“ – ამტკიცებს რუსული გამოცემა.

ქართველი ფეხბურთელი „არსენალში“ 2017 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა გუნდის ფორმით 18 მატჩში ჩაატარა და „მეთოფეთა“ კაპიტნად აირჩიეს. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია.

თავისი კარიერის დიდი ნაწილი გია გრიგალავა რუსეთში თამაშობდა – 17 წლის ასაკში რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი „როსტოვში“ ჩაატარა, ასევე უთამაშია როსტოვის სკა-ში, „მოსკვაში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, სამარის „კრილია სოვეტოვში“, „ანჟიში“, 2015-2017 წლებში კვიპროსში გადავიდა და „პაფოსისა“ და „ეთნიკოსის“ ფორმები მოირგო.

2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრიგალავამ რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა. მაგრამ იმავე წელს საქართველოს პასპორტი აიღო და 2011 წლის სამ ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან „ევრო 2012“-ის შესარჩევ მატჩში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და „ჯვაროსნების“ ფორმა სულ 34-ჯერ მოირგო.