Sport Mediaset - ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთი წლით დარჩება იუვენტუსში
Sport Mediaset - ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთი წლით დარჩება იუვენტუსში

“იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, ერთი წლით გადადოს კარიერის დასრულება და კიდევ ერთი სეზონი ჩაატაროს საკლუბო დონეზე, – ამის შესახებ Sport Mediaset წერს.

სერია A-ს მე-16 ტურში “ინტერთან” მატჩის შემდეგ, ბუფონი შეხვდა ტურინული კლუბის სპორტულ დირექტორს, პიერო აუზილიოს და განუცხადა მას, რომ არ გამორიცხავს ფეხბურთში დარჩენას 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ, თუ ეს კლუბს ზიანს არ მოუტანს.

ლეგენდა არც იმ შემთხვევაში აპირებს წასვლას, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ამასთან, “იუვენტუსში” ბუფონისთვის უკვე ამზადებენ ადმინისტრაციულ სამუშაოს ან ადგილს სამწვრთნელო შტაბში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებდა კარიერას.