„სპარტაკის“ ყოფილი პრეზიდენტი - დღეს რუსეთის ლიგის ტოპ-მოთამაშე კვარაცხელიაა
„სპარტაკის“ ყოფილი პრეზიდენტი - დღეს რუსეთის ლიგის ტოპ-მოთამაშე კვარაცხელიაა

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეი ჩერვიჩენკომრეალნოე ვრემიასთან“ ინტერვიუში  რუსული კლუბების ტრანსფერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდები ფულს უაზროდ ხარჯავენ და ისეთ ტალანტზე ენანებათ, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.

„ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად, რატომ იყიდა მოსკოვის „სპარტაკმა“ ტილი 20 მილიონ ევროდ და რატომ არ იყიდა კვარაცხელია არც ერთმა რუსულმა ტოპ-კლუბმა. მეჩვენება, რომ ის ჩვენს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეა“, – აცხადებს ჩერვიჩენკო.

„სპარტაკის“ ყოფილი პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ნაკრების თავადმსხმელის ფასი 15 მილიონი ევროა.

„ვფიქრობ, მისი ფასი 20 მილიონია და კარგი იქნება ხვიჩაში ამ ფასის ახლა გადახდა, რადგან ზაფხულში ეს შეუძლებელი იქნება – ის უფრო ძვირად შეფასდება. მაგალითად, ეს კარგი იქნება „ზენიტისა“ და „სპარტაკისთვის“, ორივეს შემოქმედებასა და მეტ ენერგიას შემატებდა. დღეს ის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და უცნაურია, რომ რუსეთის ჩემპიონატის არც ერთმა ლიდერმა რომ არ აიყვანა“, – ამიიჩნევს ჩერვიჩენკო.