„სპარტაკის“ მწვრთნელი ანანიძეზე - ფეხბურთელების შეცდომა წარსულზე ფიქრია
„სპარტაკის“ მწვრთნელი ანანიძეზე - ფეხბურთელების შეცდომა წარსულზე ფიქრია

ჯანო ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და თვეზე მეტია, მოსკოვის „სპარტაკთან“ ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს სათამაშო პრაქტიკა აკლია.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ ქართველი ზამთარში კლუბს დატოვებს. რამდენად რეალურია ეს? კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ტელეკომპანია „როსიასთან“ მიცემულ ინტერვიუში ქართველი ნახევარმცველის შესახებაც ისაუბრა და ამ კითხვაზე ირიბი პასუხიც გასცა.

„ჯანოს რაც შეეხება, ის ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს – ბევრსაც. სასურველია, რომ მოთამაშემ ვარჯიშზე საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. სწორედ ამ დროს მიყალიბდება აზრი ძირითად შემადგენლობასა და სათადარიგოებზე. ფეხბურთელებმა ყველაფერი ვარჯიშის დროს უნდა დაამტკიცონ და კონკრეტულ მომენტში საუკეთესოები იყვნენ. ფეხბურთელების შეცდომა ისაა, რომ სულ იხსენებენ, წარსულში როგორ თამაშობდნენ. ამიტომ ვერ ხვდებიან, ახლა რატომ არ თამაშობენ. ესაა მათ პრობლემა“, – ამბობს ოლეგ კონონოვი.