სპარინგი სათადარიგოებით - გატუზომ მამარდაშვილი „კასტელონთან“ 35 წუთი ათამაშა #1TVSPORT
სპარინგი სათადარიგოებით - გატუზომ მამარდაშვილი „კასტელონთან“ 35 წუთი ათამაშა #1TVSPORT

„ვალენსიამ“ მორიგი ამხანაგური მატჩი „კასტელონთან“ ჩაატარა და მოულოდნელად დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს ამჯერად არ უთამაშია.

მორიგ სპარინგში ჯენარო გატუზოს გუნდი ესპანეთის რანგით მესამე ლიგის გუნდს ესტუმრა, რომელიც დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა და 0:1 დამარცხდა. „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ამჯერად სასტარტოში ხაუმე დომენეკი დააყენა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

ეს იმით აიხსნება, რომ გატუზომ კასტელონ დე ლა პლანაში გამართულ სპარინგში სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა, ხოლო მამარდაშვილის გარდა, შეცვლაზე ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე წევრი შეუშვა – ტიერი, დიახაბი, მუსა, სოლერი, გაია, გილამონი, გედეში.

შეგახსენებთ, რომ მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს, რომლის თანახმადაც კლუბი კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხის გრაფაში 100 მილიონ ევროს ჩაწერს. გიორგის მთავარმა კონკურენტმა, იასპერ სილესენმა კი გუნდი დატოვა და ნიდერლანდურნაიმეგენში“ გადავიდა.