სპარინგი სანაკრებო პაუზისას
სპარინგი სანაკრებო პაუზისას

სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზა კლუბმა ტესტ-მატჩებით შეივსეს. თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამო“ „თელავს“ გაეჯიბრა.

მატჩი, რომელიც ორივე გუნდმა შერეული შემადგენლობებით ჩაატარა, ფრედ, 0:0 დასრულდა. საგოლე მომენტები როგორც „თელავმა“, ისე „დინამომ“ საკმარისზე მეტად შექმნეს, თუმცა ვერ გამოიყენეს.

„დინამოსთან“ ტესტ-მატჩი ტრავმის გამო თელაველთა ვეტერანმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ გამოტოვა, ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი კი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, ისევე როგორც თბილისის „დინამოს“ მცველი დავით კობოური და ნახევარმცველი ნიკა ნინუა.