სპარინგი ლატვიის ჩემპიონთან – „დინამო“ „რიგას ფს“-თან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, ლატვიაში გაემგზავრა და ამ ქვეყნის ჩემპიონ „რიგას ფს“-თან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 დამარცხდა.
„დაუგავას“ სტადიონზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცეჩემპიონის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ევროთასებამდე მოსამზადებლად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა.
https://www.youtube.com/watch?v=9R_Pbuea2-c&t=1s
ანგარიში უკვე მე-3 წუთზე ისმაელმა გახსნა, რომელიც საჯარიმოში თბილისელთა მცველის უხეში შეცდომის შედეგად შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
თორნკე კირკიტაძემ მშვენიერი რეიდის შემდეგ წონასწორობა სულ რაღაც 6 წუთში აღადგინა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.
70-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხურიდან ბურთი მოაწოდეს, მცველებს ზიგი ლუპუშეკმა დაასწრო და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა – 2:1.
რიგას ფს – დინამო თბ 2:1
„დინამო“: პრიეტო, კალანდაძე, ბენიო, ხვადაგიანი, მალი, მოისწრაფიშვილი, პაპავა, ხარაბაძე, კირკიტაძე, ბილენკი, ოსეი
„დინამო თბილისი“ თბილისში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის განახლებისთვის მოემზადება. გუნდი მე-17 ტურის მატჩს 16 ივნისს წყალტუბოში გამართავს – კაცხა ცხადაძის გუნდი „26 მაისი – არენაზე“ ერთ-ერთ ლიდერს და კონკურენტს, „სამგურალს“ დაუპირისპირდება.