სპარინგი ეინდჰოვენთან - ლევან ყენია იურდინგენში ისინჯება
სპარინგი ეინდჰოვენთან - ლევან ყენია იურდინგენში ისინჯება

ლევან ყენია გერმანიის მესამე ბუნდესლიგის „იურდინგენში“ ვარჯიშობს და „ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ნიდერლანდურმა კლუბმა 3:0 მოიგო.

გამოცემა rp-online.de-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „შალკეს“ 29 წლის ექს-ფეხბურთელი „იურდინგენში“ გაისნჯვაზეა. „ეინდჰოვენთან“ ტესტ-მატჩში, „იურდინგენში“ სიურპრიზი ლევან ყენიას თამაში იყო. გერმანული გუნდის მწვრთნელმა შტეფან კრემერმა სასტარტო შემადგენლობაში გამოცდილი მოთამაშე დააყენა, რადგან მასთან თანამშრომლობას განიხილავს. 29 წლის ქართველი ამჟამად უკლუბოდაა.

გასულ სეზონში სამშობლოში გამოდიოდა, მანამდე კი თამაშობდა„დუდელანჟში“, პრაღის „სლავიაში“, დიუსელდორფის „ფორტუნასა“ და „შალკე 04-ში“, სადაც მან გერმანიის თასი მოიგო. ტიტულებს ჩეხეთსა და ლუქსემბურგშიც დაეუფლა. ყენიამ „ეინდჰოვენთან“ მარცხენა ნახევარმცველად ითამაშა. მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ ბურთი პირდაპირ კარში გაუშვა, მაგრამ ნიდერლანდელები გადარჩნენ“, – წერს გერმანული გამოცემა.

თუმცა, ჯერ ლევან ყენიას გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი განხილვის პროცესშია, რაზეც „იურდინგენის” მწვრთნელის შტეფან კრემერის მოკლე კომენტარი მეტყველებს. „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“, – ეს კრემერმა შეხვედრამდე განაცხადა.