სპალეტის გზავნილი გულშემატკივრებს - წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხალხის სიყვარული ბევრს ნიშნავს #1TVSPORT
სპალეტის გზავნილი გულშემატკივრებს - წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხალხის სიყვარული ბევრს ნიშნავს #1TVSPORT

„ბოლონიისა“ და „ნაპოლის“ მატჩის (2:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვაარცხელიას გუნდის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს 37-ე ტურის შეხვედრა შეაფასა და ნეაპოელელ გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა.

„ბოდიშს გიხდით, რომ სარის 92-ქულიანი რეკორდი ვერ მოვხსენი, მაგრამ მე ჩემს საქმეს იმისთვის ვაკეთებ, რომ გულშემატკივარს ვასიამოვნო. უკვე მოვხსენი პირადი რეკორდი, ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოვიპოვე.

ამ ორი წლის განმავლობაში ნეაპოლში ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე. წარმატების გზაზე ხალხის ასეთი სიყვარული მნიშვნელოვანი ფაქტორია და ბევრს ნიშნავს. ეს არის უდიდესი სტიმული და გუნდის წინსვლასაც განაპირობებს“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.