სპალეტიმ გუნდი შეაქო, ოსიმენმა - კვარაცხელია, ქართველმა კი დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია #1TVSPORT
სპალეტიმ გუნდი შეაქო, ოსიმენმა - კვარაცხელია, ქართველმა კი დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ში „ბოლონიასთან“ მოგებული მატჩი შეაფასეს (3:2). დღევანდელმა შეხვედრამ გუნდი სატუირნირო ცხრილის სათავეში დააბრუნა და გადაასწრო „ატალანტას“, რომელმაც გუშინ „სასუოლოსთან“ მოიგო.

ლუჩანო სპალეტი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, რომლსაც სახლში ვატარებთ ხოლმე და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან არსებობს რისკი, რომ რაღაც მომენტებში გუნდი ვერ ითამაშებს, შეჩერდება და ამ დროისთვის ქულების მარაგი უნდა გვქონდეს. დღეს მრავალი თვალსაზრისით მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ ცდილობს ყველა ბურთისთვის ბრძოლას. ამიტომ მიხარია, რომ ამ მშვენიერი ბიჭების მწვრთნელი ვარ“.

ოსიმენმა, რომელმაც მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა, ქართველზე ისაუბრა: 

„ამ მოგებას გუნდური სულისკვეთებით მივაღწიეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. სპალეტიმ პირველი ტაიმის მიწურულს კარგად დამმუხტა, სანამ მოედანზე შევიდოდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მოგებაში და გუნდს დავეხმარე. კვარაცხელიას პასით გავიტანე, რომელიც იმსახურებს ყველა კომპლიმენტს, რომელსაც იღებს, მაგრამ თქვენ ჯერ ბოლომდე არ გინახავთ, რისი გაკეთებაც შეუძლია. ჩვენ უნდა უნდა ვენდოთ, რომ კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდეს. მან დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია“.