სპალეტი შეიძლება „ნაპოლიდან“ წავიდეს - მწვრთნელი უკმაყოფილოა პრეზიდენტის დამოკიდებულებით #1TVSPORT
სპალეტი შეიძლება „ნაპოლიდან“ წავიდეს - მწვრთნელი უკმაყოფილოა პრეზიდენტის დამოკიდებულებით #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი უკმაყოფილოა მის მიმართ კლუბის პრეზიდენტის დამოკიდებულებით.

როგორც გაზეთი Corriere della Sera იტყობინება, სპალეტის არ მოეწონა ის, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მას ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელების შესახებ სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა. მთავარ მწვრთნელს ერჩივნა პირადად შეხვედროდა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას, რათა, ყველაფერთან ერთად, კლუბის პერსპექტივები განეხილათ.

აღნიშნავენ, რომ საკითხი უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ მხარეს (სპალეტის ხელფასი ჩამოუვარდება სხვა წამყვანი იტალიური კლუბების მწვრთნელთა ხელფასებს), არამედ მორალურ სტანდარტებს.

იმ შემთხვევაში, თუ სპალეტი გადაწყვეტს გუნდიდან წასვლას, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი შეიძლება გახდეს ანტონიო კონტე, ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) ან რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი).