სპალეტი პრესკონფერენციაზე გაბრაზდა - „სპეციასთან“ და ნებისმიერ გუნდთან მობილიზებაა საჭირო #1TVSPORT
სპალეტი პრესკონფერენციაზე გაბრაზდა - „სპეციასთან“ და ნებისმიერ გუნდთან მობილიზებაა საჭირო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმსპეციასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა და გაღიზიანებული სახით მიმართა ერთ-ერთ დამსწრეს, რომელმაც მიანიშნა, რომ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის შეფასებისას გადააჭარბა.

„საერთოდ, არცერთი მეტოქის დაკნინება არ მსურს. მიუხედავად შემადგენლობისა და ქულებში „ნაპოლისა“ და „სპეციას“ შორის სხვაობისა. იმას ვამბობ, რაც მომწონს, რასაც ვფიქრობ და ეს რომ მართალია, ყოველდღე მტკიცდება.

თავიდან ვთქვით, რომ ყველა თამაშისთვის თუ არ ვიქნებით მომზადებულები, წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნებოდა. პროფესიონალიზმის, შესაბამისი ქცევისა და კონცენტრაციის გარეშე მატჩებისა და ვარჯიშის დროს, ფეხბურთელი რისკავს, დაშავდეს ან შესაძლებლობა ვერ გამოავლინოს. ასევეა გუნდიც.

„ნაპოლი“ მზადაა, მოედანზე აჩვენოს, რა შეუძლია. მაგრამ ჩემთვის მეტოქის დაკნინება მიუღებელია. გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გასცეს. ყურადღების გაფანტვა და მოდუნება ყოველთვის ცუდად მთავრდება. პროფესიონალიზმში მეტოქის დაფასებასაც ვგულისხმობ. ჩვენ არ გვეშინია მოწინააღმდეგის, მაგრამ ნებისმიერ მეტოქეს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვეთამაშოთ. ესაა გამარჯვების იარაღი.

სწორედ ასეთი გზით მიაღწევს გუნდი წარმატებას. ჩემპიონობამდე კი ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 18 ტურია დარჩენილი და „ნაპოლის“ კონკურენტებს თეორიულად 54 ქულის მოპოვება შეუძლიათ. ანუ ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რა შეიძლება მოხდეს“, – ამბობს სპალეტი.

„ნაპოლი“, რომელიც 13 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ მილანის „ინტერს“, მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია. კვირას, 5 თებერვალს ლუჩიანო სპალეტის გუნდი „სპეციას“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.