სპალეტი მსოფლიოს შესარჩევი მატჩების წინ იტალიის ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT
სპალეტი მსოფლიოს შესარჩევი მატჩების წინ იტალიის ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის დათხოვნას აპირებს.

ფედერიკო გატი და ფრანჩესკო აჩერბი, დიდი ალბათობით, ვერ მოხვდებიან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ივნისის მატჩებისთვის.

გაზეთ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, აჩერბის შემთხვევაში ფაქტორია ასაკი, რის გამოც ფეხბურთელი ვერ ხვდება გუნდის მრავალწლიან პერსპექტივაში. რაც შეეხება ფედერიკო გატის, მის ადგილზე სპალეტი უფრო გამოცდილ მცველებს განიხილავს, როგორებიც არიან ალესანდრო ბასტონი და რიკარდო კალაფიორი. რამდენიმე დღის წინ გატიმ სუსტად ითამაშა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ – მან ვერ გაამართლა მწვრთნელის მოლოდინი და სპალეტი მას უფრო სტაბილურ მოთამაშეს ამჯობინებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ერთა ლიგის მეოთხედფინალი წააგო გერმანიასთან, რამაც ეჭვქვეშ დააყენა გუნდის შემადგენლობის საკითხი. სპალეტი უკვე ფიქრობს გუნდის ბირთვზე შესარჩევის პირველი ტურისთვის, რომელშიც 2025 წლის 6 ივნისს იტალია ნორვეგიას შეხვდება.