სპალეტი კვარაცხელიაზე - შესანიშნავი ფეხბურთელია და ინსინიეს შემცვლელად კარგი ვარიანტია [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ზაფხულის შეკრებაზე „ანაუნესთან“ პირველი ამხანაგური მატჩის შემდეგ, გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან განცხადება გააკეთა, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის ყოფილ კაპიტანს, იტალიის ნაკრების მოთამაშე ლორენცო ინსინიეს ღირსეულად შეცვლის.

კვარა ის ფეხბურთელია, რომელიც ხშირად და კარგად მიუთითებს თავისი ქმედებებით მოთამაშეებს, როგორ იმოძრაონ. მან იცის, როგორ დაასრულოს მოქმედება. ქართველი დიდი ფეხბურთელია და სანამ მოვიყვანდით, ვფიქრობდით, რომ ინსინიეს (გუნდის ყოფილი კაპიტანი) ჩასანაცვლებლად კარგი ვარიანტი იყო“, – განაცხადა ლუჩiანო სპალეტიმ.

სპალეტის გუნდმა კვარაცხელიას ახალ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი 10:0 მოიგო, ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.