სპალეტი ითხოვს, სერია A-ს გუნდებმა შემადგენლობაში ათამაშონ, მინიმუმ, ერთი 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელი #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გამოვიდა წინადადებით, დაავალდებულონ სერია A-ს გუნდები, მოედანზე გაიყვანონ 19 წლამდე ასაკის, მინიმუმ, ერთი ფეხბურთელი.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტალანტები, რომლებიც იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან. გამოვდივარ ასეთი წინადადებით: დავაკისროთ ვალდებულება სერია A-ს თითოეულ გუნდს, მინდორზე შეუშვას 19 წლამდე ასაკის, მინიმუმ, ერთი ფეხბურთელი“, – განაცხადა სპალეტიმ.