სპალეტი და კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატებად დაასახელეს #1TVSPORT
MONZA, ITALY - MAY 14: Luciano Spalletti Head coach of SSC Napoli reacts prior to kick off in the Serie A match between AC Monza and SSC Napoli at Stadio Brianteo on May 14, 2023 in Monza, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა იმ მწვრთნელების სია, რომლებმაც შეიძლება იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავონ, – წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
წყაროს ცნობით, ფედერაცია აპირებს მიიწვიოს ლუჩანო სპალეტი ან ანტონიო კონტე.
ორივე სპეციალისტი უმუშევარია, მაგრამ თითოეულის მიწვევას თავისი ნიუანსები ახლავს.
სპალეტიმ, რომელმაც შარშან „ნაპოლის“ სერია A მოაგებინა, ერთწლიანი პაუზა აიღო, მაგრამ მისი კონტრაქტი მოქმედია. შესაბამისად, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს შეუძლია, სპალეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვოს, რის გადახდასაც, სავარაუდოდ, ფედერაცია არ მოისურვებს.
კონტესთან მიმართებაში უფრო მარტივია სიტუაცია, რადგან ამა წლის მარტიდან მოყოლებული უმუშევარია, თუმცა აქ მნიშვნელოვანი მომენტია მისი ხელფასი. ადრე კონტე ნაკრებში წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი ფედერაცია აპირებს, ორჯერ ნაკლები გადაიხადოს.