„სპაერმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
პირველი მოულოდნელობა, პირველი გოლები და გაძევება – „სპაერმა“ ეროვნული ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისში „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონატი სწრაფი გოლით გაიხსნა. მასპინძლეთა სწრაფი შეტევა გიორგი კოხრეიძემ დააგვირგვინა – ბურთი კარში შეხვედრის 32-ე წამზე გავიდა და „ტორპედოს“ თავდამსხმელი ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
მატჩში სეზონის პირველი გაძევებაც დაფიქსირდა – 53-ე წუთზე ქუთაისელთა შემტევმა, ალეკო ბასილაძემ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
„სპაერმა“ რიცხობრივი უპირატესობა სწრაფად გამოიყენა და მე-60 წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა – ელიგაში დებიუტანტის პირველი გოლი გიგა სამხარაძემ გაიტანა. სტუმრებს გამარჯვება 89-ე წუთზე ლაშა კოხრეიძის ეფექტურმა „მაკრატელამ“ მოუტანა.
პირველ ტურში სამი მატჩი გადაიდო („დილა“ – „რუსთავი“, „დინამო თბ“ – „დინამო ბთ“, „იბერია“ – „მეშახტე“). სამივე შეხვედრა 11 აპრილს გაიმართება). ტურის ერთადერთი გაუუქმებელი მატჩი „გაგრა“ – „სამგურალია“, რომელიც 2 მარტს, 20:00 საათზე „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.